სასწავლო პროექტები

14 აპრილს,ქართული ენის კვირეულის აღსანიშნავად  მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ,მეათე კლასებში,  მზევინარ წულუკიძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი "ო ენავ, ჩემო",აგრეთვე მოეწყო გასვლითი გაკვეთილიც ილიას ძეგლთან ქალაქ ბათუმში ,სადაც  პედაგოგმა ბავშვებს მოუთხრო ილი ჭავჭავაძის როლზე, ქართული სალიტერატურო ენის განვითარება-გავრცელების საქმეში.        მასწავლებლისთვის, პროექტის უმთავრესი დანიშნულება იყო    მოსწავლეეების  ცოდნის გაღრმავება, კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარები, დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი. 
    პროექტის მიზანი იყო: 1. ქართული ენის სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია
2. ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
3. სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება, კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარება,4. სასწავლო რესურსების შექმნა.  

ქართული ენის კვირეული (8-12  აპრილი)

08.04.  ქართული ენის კვირეულის გახსნა მოსწავლეებმა წარმოადგინა პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: ,,დამწერლობის წარმოშობის ისტორია“, ,,ქართული ანბანის განვითარების საფეხურები, ,,ენაი ჩვენი ქართული“.
 10.04. წარმოდგენა ფესტოსის დისკოსა და ნეკრესის აღმოჩენების სიახლეების შესახებ;
11.04  პოეზია
12.04   პრეზენტაცია კლასიკოსთა ციტატებისა და ფრაზების შესახებ; კედლის გაზეთი;
14.04.  ექსკურსია დედაენისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.
15.04. კონკურსი საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად: საუკეთესო კედლის გაზეთი; საუკეთესო დეკლამატორი; საუკეთესო კალიგრაფი; საუკეთესო ლექსის ავტორი; 






























Комментариев нет:

Отправить комментарий