რეფლექსია

წრის რეფლექსია

რეფლექსია პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ 
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმთან არსებული , ლიტერატურული სალონი -პოეზიის წრე  შეიქმნა 2018 წლის 20 ოქტომბერსრომელშიც გაერთიანდა შემოქმედებითი უნარების მქონე 19 მოსწავლე. წრის მიზანია: კლასგარეშე მუშაობის აქტივაციამოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენაგანვითარება და ხელშეწყობააგრეთვე ზნეობრივი ღირებულებების ამაღლება და ესთეტიკური უნარების დახვეწა მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის. წრეს გააჩნია საკუთარი ბლოგიწესდებასამუშაო გეგმა, მიზანი.
ინტერნეტ-მისამართი https://poeziiswresazgvaoliceumi.blogspot.com/p/blog-page_30.html
დასახული მიზნების მიღწევა მოხერხდა:
1.     შეიქმნა ბლოგიწესდებამოხდა  მოსწავლეთა სურვილისამებრ გაერთიანება წრეში;
2.     მოეწყო შეხვედრები და მოვისმინეთ მხატვრულად წაკითხული ლექსები, ორი მოსწავლის მონაწილეობა შპს ,,მწიგნობარის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მეორე ტურში გადასვლა.
3.     მოსმენილი იქნა მე-10 კლასელი მოსწავლის თემურ ფანცულაიას საკუთარი ლექსები.
4.     განხორციელდა  გეგმით გათვალისწინებული  მოსწავლეების მხატვრულად წაკითხული ლექსების  ვიდეო-გადაღება და ატვირთვა ბლოგზე ლინკების სახით.

     ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა’’ დაწერა გალაკტიონმა და ამ სიტყვებში ფორმულასავით ჩამოქნა აზრი, რომ ცხოვრებაში პოეზია ყველაზე ძვირფასია, ღირებულია. პოეზია ის ფრთებია, რომელსაც ადამიანი ზეცაში, უცნაურ პოეტურ განზომილებაში გადაჰყავს და უხილავ მშვენიერებას აზიარებს. პოეზია დიდი ძალაა, რომელიც ალამაზებს, აკეთილშობილებს ადამიანს და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თითოეული გაკვეთილი ალამაზებდა და აფაქიზებდა მოსწავლეთა სულს. ვცდილობდი სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილი ,სხვადასხვა საინტერესო აქტივობით დატვირთული და, რაც მთავარია, ყოველი მეცადინეობა ყოფილიყო ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის, რაც, ჩემი აზრით, გამომივიდა. 
    ყოველ მეცადინეობაზე ვიყენებდი რესურსს, რომელიც მეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. წრის მუშაობაში მონაწილეობდა 19 მეათეკლასელი მოსწავლე, მუშაობისას გამოვლინდა საუკეთესო დეკლამატორები. შპს ,,მწიგმობარის" მიერ გამოცხადებულ დეკლამატორთა კონკურსში მიიღეს მომაწილეობა და ორი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. მათ ჟიურის მადლობა დაიმსახურეს. ასევე გამოვლინდა მოსწავლე, რომელიც წერს საკუთარ ლექსებს. 

  მართალია, მუშაობა საინტერესო, შინაარსიანი და ამავდროულად ხალისიანიც იყო, თუმცა ვთვლი, რომ იყო ისეთი დღეებიც, რომ ყველა მოსწავლე არ იყო აქტიურად ჩართული ამა თუ იმ საკითხის განხილვაში. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შევეცდები მომავალში უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით წარვმართო მუშაობა. საქმიანობა წარმატებული იყო, მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია,  უკეთესად ლექსების წაკითხვისა.   წრის  მუშაობას მეტ-ნაკლებად ჰქონდა ხარვეზებიც,  რადგან ვერ მოვახერხე ღონისძიების ჩატარება. 
      


                                                                           
წრის ხელმძღვანელი:
მზევინარ წულუკიძე                                                                                                                       


Комментариев нет:

Отправить комментарий