რეფლექსიები ჩატარებულ აქტივობებზე


                           პროექტ-გაკვეთილი , ენავ ჩემო...

ანოტაცია
აღნიშნულ ნაშრომში განვიხილავ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებულ კონკრეტულ პროექტ-გაკვეთილს: ,,,ენავ ჩემოდა მის მაგალითზე შევეცდები დავასაბუთო ამ მეთოდის ეფექტურობა და განვსაზღვრო მისი მნიშვნელოვანი როლი სასკოლო განათლების მიზნების განხორციელებაში.
საკვანძო სიტყვები:  პროექტი,გაკვეთილი, კვლევა, უნარი
შესავალი: პროექტზე დაფუძნებული სწავლება ახლოა იმ მიდგომასთან, რასაც თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებში პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ. სასწავლო პროექტი ინტერა-ქტიული სწავლების ერთ-ერთი ძალზე ეფექტური და მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლე/მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ პროფე-სიულ თანამშრომლობას გულისხმობს. ამასთანავე XXI საუკუნის გამოწვე-ვებმა და მიღწევებმა ცხადყო, რომ პროგრესულად მოაზროვნე ინდივი-დების ჩამოყალიბება, მათი მსოფლმხედველობის ფორმირება, ზნეო-ბრივმორალური პრინციპების განმტკიცება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოამზადოს მოსწავლეები ცხოვრებისთვის, ცვლილებებისათვის, განუვითაროს მათ ისეთი თვისებები, როგორიცაა მობილობა, დინამიზმი და კონსტრუქტიულობა. მსგავსი მომზადება შეუძლებელია მიღწეულ იქნას მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციული ცოდნის დაგროვებით. ამისათვის სასწავლო პროცესი ისე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს, რომ შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს, გამოა-ვლინონ დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობის, კრიტი-კული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შეძენილი ცოდნის, ტრანსფერის, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, საკუთარი და სხვისი საქმიანობის შეფასებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები. ყოველივე ამას კი ხელს უწყობს პროექტზე მუშაობა .
    ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, პროექტის უმთავრესი დანი-შნულება გახლავთ გავუღრმავო მოსწავლეს ცოდნა, კვლევითი, შემო-ქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარები, დამოკი-დებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი და ასე მივაღწიო  დასახულ მიაზანს. მოსწავლისთვის კი საშუალებაა დამოუკიდებლად დაგეგმოს, გამოიკვლიოს, განახორციელოს და საინტერესო გახადოს ცოდნის დაგროვების პროცესი. ამიტომ გიამბობთ ჩვენს სკოლაში განხორციელებულ  ერთ-ერთ  ასეთ  წარმატებული სასწავლო პროექტის შესახებ, რომელსაც  აპრილის თვეში ვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან ერთად სახელწოდებით:,,,ენავ ჩემო.“.
პრობლემა--ჩვენ გვავიწყდება რომ გამართული მეტყველება და წერა მშობლიური ენის პატივისცემაა, მისი გადარჩენისთვის ზრუნვა ყველა ჭეშმარიტი ქართველის ვალია, სოლომონ ბრძენი იტყოდა: „ვინც თავის ენას კარგად მოუვლის, ის ჭირს არ გადაეყრება“. ასე, რომ ქართველებს ყველაზე მეტად გვმართებს ღვთაებრივი საუნჯის: „ენის, მამულის და სარწმუნეობისდაცვა.
მიზანი: 1. ქართული ენის სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია 2. ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 3. სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება, კრიტიკული აზროვნების ,ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარება 4. სასწავლო რესურსების შექმნა
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა: დაგეგმვა: აღნიშნულ პროექტ-გაკვეთილზე მუშაობა დიდი სიხარულია ჩემი მოსწავლეებისთვის, (ვასწავლი მე-101 და მე-102 კლასებს) შეთავაზებული თემა და საკითხები გავანაწილეთ კლასების მიხედვით: პირველი ჯგუფი (მე-101 კლასი)   დაევალა ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებული ახალი კვლევებისა და მონაცემების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
მეორე ჯგუფი(მე-10 კლასი)- იმუშავებდა აქამდე არსებული და მათთვის უკვე შესწავლილი მასალის თავმოყრაზე ,,ზიარება ქართულ საგანძურთან“ (უძველესი ქართული ხელნაწერებისა და წარწერების გაცნობა და კონფერენციის მოწყობა) მესამე ჯგუფი(მე-11 კლასი)- დანარჩენი სამუშაო კი ყველა კლასისთვის საერთo იყო, რაც შემდეგს მოიცავდა: საუკეთესო კედლის გაზეთის წარმოდგენა საუკეთესოესე, ჩანახატი, ლექსი“ „საუკეთესო დეკლამატორი“ ,,საუკეთესო კალიგრაფი
სამუშაო გახლდათ საკმაოდ დიდი და შესაბამისად დრო განვსაზღვრეთ 1 თვით. ერთობლივად გავაანალიზეთ ყველა მოსალოდნელი კითხვა და დაბრკოლება, დავთქვით კონსულტაციის დღეები. მე,როგორც მასწავლებელი ამ აპროცესში მხოლოდ ფასილიტატორის, კონსულტანტის როლს ვასრულებდი. კითხვები და ამოცანები, რომლებიც ერთობლივად გავიაზრეთ გახლდათ შემდეგი: რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა? საკმარისი იყო თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად? საკმარისია თუ არა ვადები?
არის თუ არა დავალებები ისე განაწილებული, რომ თითოეული მოსწავლის ძლიერი მხარე წარმოჩინდეს? რამდენად ვალიდურია ჩვენი შეფასების სქემები? პროექტზე მუშაობა: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიპოვეს მასალები. სამუშაოს ასრულებდნენ ხალისით, ენთუზიაზმით. გაიზარდა მათი მოტივაცია და პასუხისმგებლობა. სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა ეფექტურად გამოიყენეს ინტერნეტრესურსები და ბიბლიოთეკა. გააკეთეს ჩანაწერები (დღიური), უცვლიდნენ მოპოვებულ მასალებს ერთმანეთს, თანამშრომლობდნენ წარმატებით. თითოეულ კლასს კონსულტაციისთვის განსაზღვრული დღე ჰქონდა, რაც გამოიყენეს საფუძვლიანად.
ინფორმაციის გადამუშავება . კრიტიკული აზროვნებისთვის ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება მხოლოდ საწყისი ეტაპია, ამისთვის ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება გახლავთ აუცილებელი პირობა. მოსწავლეებმა გაიაზრეს პრობლემა ,იმუშავეს შეთანხმებულად,რადგან კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვნებაცაა, შევეცადე მოსწავლეებს შეძლებოდათ სხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინება,საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და დაცვა, საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობა; საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეცდომის აღიარება. კრეატიულობა, შემოქმედითობა: ეს უნარები სლაიდების შექმნისა და ,კედლის გაზეთის გაფორმებისას გამოყენეს. პროექტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ გახლდათ - სასწავლო რესურსების შექმნა. უკვე გადამუშავებული ინფორმაცია, თეზისების სახით გადაიტანეს სლაიდებზე.
პროექტის შედეგი: 1. მოსწავლეებმა შესრულებული დავალებები გადაანაწილეს კვირის დღეებზე და თანმიმდევრულად წარმოადგინეს საკუთარი საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები:
08.04.  ქართული ენის კვირეულის გახსნა მოსწავლეებმა წარმოადგინა პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: ,,დამწერლობის წარმოშობის ისტორია“, ,,ქართული ანბანის განვითარების საფეხურები, ,,ენაი ჩვენი ქართული“.
 10.04. წარმოდგენა ფესტოსის დისკოსა და ნეკრესის აღმოჩენების სიახლეების შესახებ;
11.04  პოეზია
12.04   პრეზენტაცია კლასიკოსთა ციტატებისა და ფრაზების შესახებ; კედლის გაზეთი;
14.04.  ექსკურსია დედაენისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.
15.04. კონკურსი საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად:
კვირეული დასრულდა კონკურსის შედეგების განხილვითა და დაჯილდოებით. გამოიკვეთა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულნი: საუკეთესო კედლის გაზეთი; საუკეთესო დეკლამატორი; საუკეთესო კალიგრაფი; საუკეთესო ლექსის ავტორი;
მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან (ქართული ენა და ლიტერატურა,  ისტ); ამასთანავე პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა განამტკიცეს შემდეგი უნარები: 1. შეძენილი ცოდნა და უნარები გამოიყენეს პრაქტიკაში; 2. გაიზარდა სწავლის მოტივაცია და მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა; 3. შექმნეს სასწავლო რესურსები სლაიდების სახით; საკლასო ოთახებს შეემატა ახალი კედლის გაზეთები, მოვაწყვეთ კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა 4.მოხდა ცოდნის ტრანსფერი. შესრულებული სამუშაოს შეფასება: შეაფასდა მოსწავლეთა საპრეზენტაციო, კვლევის უნარები. ასევე, მუშაობის პროცესში, მოსწავლეები პერიოდულად წარმოადგენდნენ მოკლე შუალედურ წერილობით და ზეპირ ანგარიშებს. ინტერდისციპლინალური სამუშაო წარმატებით შესრულდა.
დასკვნა: საგანმანათლებლო პროექტების გამოყენება კარგი საშუალებაა მოსწავლეთა უნარებისა და მიდრეკილებების წარმოსაჩენად და განსავითარებლად, რადგან პროექტზე მუშაობა მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყე-ნების უნარ-ჩვევებს, რაც მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და სწა-ვლისადმი ინტერესის გაღრმავებაში, საბოლოოდ კი, მათ სასწავლო შედეგებზეც აისახება, რადგან გუნდური მუშაობა მოსწავლეების პროდუქტულობის წინაპირობაა და ამის შედეგად მოსწავლეებს უნვითარდებათ კომუნიკაციისა და სოციალური, ჯგუფური თუ გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები და კომპე-ტენციები.   თუ XXI საუკუნის უნარებზე შევაჩერებთ ყურადღებას, უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ეს მოდელი ხელს უწყობს წინარე ცოდნაზე ახლის დაშენებას და დისციპლინათშორისი გამოცდილებების გამთლი-ანებას. მოსწავლეს აძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის და კონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს; აძლევს უნარს, დაინახოს მოვლენები მრავალმხრივ და უფრო ღრმა პერსპე-ქტივით; იძლევა თეორიის და პრაქტიკის გამთლიანების შესაძლე-ბლობას. საბოლოოდ კი უნდა ითქვას, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა, რაც ზრდის როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სწავლის/სწავლების მოტივაციას და ამ მოდელის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია. სწორედ ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზანია სწავლების ამ მეთოდის დანერგვა/ადაპტირება ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში.

გამოყენებული ლიტერატურა: 1. . ბოჭორიშვილი; როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს;
2. . ბოჭორიშვილი - ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები; 3. . ლობჟანიძე; როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი გაკვეთილი; 4. ნინიძე .; „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა : 46-59;

Комментариев нет:

Отправить комментарий