სამუშაო გეგმა

წრის დასახელება: ლიტერატურული სალონი - “პოეზია უპირველეს ყოვლისა....“
საწრეო მუშაობის მიზანია:
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა 2018-2019 სასწ.წ. პირველი და მეორე სემესტრი კვირაში 1 სთ.
საწრეო მუშაობა დასახელება: “პოეზია უპირველეს ყოვლისა....“ საჭიროა მოსწავლეთათვის პოეზიის , ქართული ლექსის ბუნების გასაცნობად. ლექსის ცოდნა მხოლოდ მის დაზეპირებას როდი ნიშნავს. ლექსი,როგორც კაცობრიობის მეორე სამეტყველო ენა . საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. საქართველო პოეტური კულტურის ქვეყანაა.იგი ხალხის ფიქრისა და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა, ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნილებაა, როგორც გალაკტიონი იტყოდა: “იყო მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი არასოდეს!“
ქართული ლექსის მაღალი კულტურა, დახვეწილი ხელოვნება, როგორც ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა, ვფიქრობ , სკოლის მერხიდანვე უნდა ჰქონდეს შეთვისებული ახალგაზრდებს. ამავე დროს, ლექსის თეორიასთან ერთად, მათთვის ცნობილი უნდა იყოს მშობლიური ლექსის ისტორიაც, რომელიც ათეულ საუკუნეს ითვლის.
საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაა მოსწავლეებმა შეისწავლონ ლექსის სწორად კითხვა, რიტმი, რითმა, ლექსის სახეები, ბგერწერა ქართული ლექსის გან-ვითარების გზა, მხატვრული კითხვა. მოიძიებენ და მოისმენენ ქართველი პოეტებისა და მსახიობების მიერ წაკითხულ ლექსებს, შეისწავლიან მათთვის სასურველი ლექსების მხატვრულად კითხვას.

Комментариев нет:

Отправить комментарий